„აწარმოე საქართველოს“ ორგანიზებით, მეიდანზე ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი გაიმართება

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, დღეს და ხვალ, 13:00-დან 22:00 საათამდე, მეიდანზე სამეწარმეო მარკეტი გაიმართება, რომლის მიზანი ქართველი მეწარმეებისა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციაა.

გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილია საქართველოში დამზადებული პროდუქცია – სუვენირები, საკონდიტრო ნაწარმი და ალკოჰოლური სასმელები.

სააგენტოს ხელმძღვანელის მარიანა მორგოშიას განცხადებით, საკვირაო მარკეტები მომავალში ტრადიციულ სახეს მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიპეკინის ქუჩაზე მიკროავტობუსი ქალს დაეჯახა
შემდეგი სტატია„ერთობა-ახალი საქართველო“ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს