ატენის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის შენაერთი ჩაერთო

ატენში, სოფელ ბოშურში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს გორის პირველი ქვეითი ბრიგადის შენაერთი ჩაერთო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულიყო თავდაცვის სამინისტრო, გორის პირველი ქვეითი ბრიგადის შენაერთი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, ადგილზე იმყოფებიან თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სპეციალური თხრილების მოწყობა იმისთვის, რომ ცეცხლის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილება მოხდეს.

banner
წინა სტატიაშიერთიანი ნაციონალური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი:ატენში საჯარისო ნაწილებია ჩართული