ზღვაში ქვიშის გზამ არ გაამართლა-ასწლოვანი ტიტა ზღვაში რჩება

xei_1როგორც “გურიის მომაბეს” შეკვეთილიდან საკუთარი კორესპოდენტი ატყობინებს, ასწლოვანი ხე ტიტა, კიდევ ერთი ღამით ზღვაში რჩება.
მისი ნაპირზე გადმოტანა მეორე დღეა ერ მოხერხდა.

ზღვაში ქვიშის გზამ არ გაამართლა და მომატებული ღელვების შედეგად ის ტალღებმა დაშალეს. ახლა ქვიშა ქვებითა და ლოდებით შეცვალეს, რომელსაც ახლომახლო სოფლებში, მდინარის ნაპირებიდან იღებენ და სატვირთო მანქანებით შემოაქვთ.

ასევე შემოტანილი ქვთა აეროპორტის ასაფრენი ბილიკის ფილები, რომლებიც უკვე გაკეთებულ გზაზე უნდა დაიგოს. როგორც ექსპერტეი ხსნიან, ეს ხის გადმოტანის პროცესში მის რხევას შეამცირებს.

ამ წუთებში შეკვეთილში 20 ერთეული ტექნიკა და 30-მდე დიდი მოცულობის თვითმცლელი მანქანაა მობილიზებული. სამუშაოებში ასობით მუშახელია ჩართული.

ცნობისთვის: ტიტის ხე მესამე დღეა, ზღვის ტალღებშია და მის ხმელეთზე გადმოტანას ხელს ნაპირისკენ შემაღლებული ქვიშა უშლის.

საუკუნეების სიმშვიდე ხეს ბიძინა ივანიშვილმა დაურღვია და ციხისძირის ტიტის ხე 6200 ლარად იყიდა, მაშინ როცა 5 წლის არგენტინული მაგნოლია მაღაზიაში 30 ათას ლარზე მეტი ღირს.

ციხისძირის ტიტის ხეს ბიძინა ივანიშვილის ძმის თქმით, მალე სახელი გადაერქმევა და მას “ტყის დედოფალს” უწოდებენ.

წყარო:”გურიის მომაბე”

banner
წინა სტატიაშისარეალიზაციო ყველში ქვა აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიაშორენა ბეგაშვილის ქალიშვილი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადავარდა