ასწლოვანი ცაცხვის გატანის პროტესტის გამო შუა ხორგაში ერთი პირი დააკავეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1963 წელს დაბადებული ლ.ჯ. სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით,ლ.ჯობავამ ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ასწლოვანი ცაცხვის გატანა გამგეობის შენობის ფანჯრის მინების ჩამტვრევით გააპროტესტა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგში გამგეობის შენობის ფანჯრის მინები ჩაამსხვრია. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, – აცხადებენ უწყებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ახალი სისტემით ჩატარებას არავითარი საფრთხე არ შეექმნება
შემდეგი სტატიაფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო