აშშ უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტის სანაცვლოდ ბელარუსისთვის დროებით სანქციების მოხსნას განიხილავს – WSJ

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტის სანაცვლოდ ბელარუსისთვის კალიუმის სასუქების წარმოებაზე სანქციების ექვსთვიან მოხსნას განიხილავს. ამის შესახებ epravda The Wall Strett Journal-ზე დაყრდნობით წერს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოხსნა ბელარუსის თვითგამოცხადებული პრეზიდენტისთვის განიხილება როგორც სტიმული.

„ამერიკელი ოფიციალური პირები და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში სწავლობენ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესაძლო მარშრუტს ჩრდილოეთით სარკინიგზო გზით ბელარუსის გავლით ლიტვის პორტ კლაიპედამდე“, – წერს გავლენიანი მედიასაშუალება.

გასულ წელს ვაშინგტონმა ბელარუსის ხელისუფლების საპასუხოდ, კალიუმის სასუქებზე სანქციები დააწესა.

აღსანიშნავია, რომ 24 თებერვლამდე ხორბლის მარაგები რუსეთიდან და უკრაინიდან შეადგენდა მსოფლიო ვაჭრობის თითქმის 30%-ს.

banner
წინა სტატიაშიგენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებს შეხვდნენ
შემდეგი სტატიაევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტს სიტყვით მიმართა