გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებს შეხვდნენ

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებს სამომავლო თანამშრომლობის გზების დაგეგმვის მიზნით შეხვდნენ.

„ქალების ეკონომიკური გაძლიერება წლევანდელი პრიორიტეტია, რომელიც სამოქმედო გეგმითაც დავისახეთ და არაერთი აქტივობა განვახორციელეთ, მათ შორის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელს, ქალბატონ ბილიანა რადონიჩ კერ-ლინდსის შევხვდით, რომელთანაც ვისაუბრეთ როგორ შეიძლება საქართველო მათ საერთაშორისო პოლიტიკაში ჩაერთოს გენდერული მეინსტრიმინგის შეტანის კუთხით“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს ძალიან ძლიერი და მრავალმხრივი პარტნიორები ყავს კერძო სექტორში საქართველოში და ამ კომპანიებში გენდერული მეინსტრიმინგის და ქალების გაძლიერების კომპონენტის დანერგვა, რა თქმა უნდა, საერთო საქმეს დაეხმარება და გააძლიერებს, ამიტომ, მათი მხრიდანაც ქალების გაძლიერებაზე და გენდერულ თანასწორობაზე შემოთავაზებული პოლიტიკა საერთო სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ნაწილში ჯდება.

„დავგეგმეთ რამდენიმე კონკრეტული საერთო ღონისძიება და აქტივობა. მათი მხრიდან გამოცდილების და ინფორმაციის გაზიარება ჩვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება სხვადასხვა თემატური მოკვლევების დროს. ასევე დავგეგმეთ, ერთობლივი კონფერენცია, რომელიც მიეძღვნება კერძო სექტორის მგრძნობელობის და ცნობიერების ამაღლებას გენდერული თანასწორობის საკითხებში“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

შეხვედრას, ასევ, ესწრებოდნენ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები: ხათუნა კვიციანი და მარიამ ლაშხი.

banner
წინა სტატიაშიილია დარჩიაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
შემდეგი სტატიააშშ უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტის სანაცვლოდ ბელარუსისთვის დროებით სანქციების მოხსნას განიხილავს – WSJ