აშშ სირიაში საბრძოლო არეალს აფართოებს

კოალიცირი ძალები აშშ-ს ხელმძღვანელობით, სირიის კონფლიქტურ ზონაში საბრძოლო არეალს აფართოებენ.
მას შემდეგ, რაც 19 ივლისს კოალიციამ მოკავშირე ქურთების პოზიციების დაბომბვის გამო ასადის რეჟიმის თვითმფრინავი ჩამოაგდო, რუსეთმა პროტესტი გამოთქვა და სირიის კონფლიქტის ფარგლებში კოალიციასთან კოორდინირებული მოქმედებების შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა. მიუხედავად ამისა, რუსეთის თავდაცვის უწყებამ, სიტაუაციის გართულების თავიდან ასაცილებლად ექსტრემალური კავშირის ცხელი ხაზის შენარჩუნების აუცილებლობა დაადასტურა. აშშ-მ თავის მხრივ გააფრთხილა რუსეთი, რომ ის კოალიციის საჰაერო ძალების დისლოკაციასა და საბრძოლო მიმართულებების შეცვლას გეგმავდა, თუმცა რა მიმართულებით, ამის შესახებ ინფორმაცია არ მიუცია.
21,22,23 ივნისს, კონფლიქტური ზონიდან მიღებული მონაცემებით, რუსეთი აცხადებს, რომ აშშ-მ გააფართოვა საბრძოლო არეალი და ახლა მისი ავიაცია სირიის დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით, აბუ-ქამალის, დეირ ეზ-ზორის და იდლიბის რაიონებში აწყობენ საბრძოლო გაფრენებს ისლამისტთა პოზიციებზე.
რუსეთის შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ აშშ აფართოებს სირიაში საბრძოლო არეალს და ამასთანავე რუსეთთან არსებულ ცხელ ხაზსაც არ იყენებს.

banner
წინა სტატიაშიშსს ვაჟა ფშაველას მე-6 კვარტალში მომხდარ ყაჩაღობას არ ადასტურებს
შემდეგი სტატიაელისო კილაძის სკანდალური პოსტი და ვინ არის ზაზა ქვარაია