აშშ-ში უამინდობას 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

აშშ-ში ძლიერ ქარბუქსა და ყინვას სულ მცირე 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მილიონობით ადამიანი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სტიქიის შედეგად მოქალაქეები დაიღუპნენ ტექსასის, ლუიზიანას, კენტუკისა და მისურის შტატებში.

აღსანიშნავია, რომ ტექსასის შტატში, დალას-ფორტ-უერთში, მინუს 17C ტემპერატურა დაფიქსირდა, რამაც 1903 წელს დაფიქსირებული რეკორდი (მინუს 11C) მოხსნა.

ტექსასის სამხრეთ ნაწილში ადგილობრივმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობა გააფრთხილეს, სახლების გასათბობად გრილები და პროპანის გამათბობლები არ გამოიყენონ. ასეთი მოწყობილობების გამოყენების შემდეგ მხუთავი აირით მოწამლული რამდენიმე მოქალაქე საავადმყოფოებში მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ ქარბუქისა და უპრეცედენტო ყინვის გამო აშშ-ის დიდ ნაწილში ვაქცინაციის ცენტრების მუშაობა შეფერხდა.

ქვეყანაში უამინდობას კვირის ბოლომდე ელოდებიან.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაზარალებული შტატების გუბერნატორებს ნებისმიერი საგანგებო რესურსით დახმარებას დაჰპირდა.

banner
წინა სტატიაში„მშობლები განათლებისთვის“ სკოლებს მშობელთა ჩართულობის გაზრდაში დაეხმარება
შემდეგი სტატიანიკა მელიამ ღამე პარტიის ოფისში გაათენა