აშშ-ში კიდევ ერთი მიგრანტი ბავშვი დაიღუპა, რომელიც მამასთან ერთად იყო დაკავებული

აშშ-ში 8 წლის გვატემალელი ბიჭი დაიღუპა, რომელიც მამასთან ერთად მიგრანტების განთავსების ცენტრში იყოფებოდა. ტეხასის შტატის კონგრესმენის ინფორმაციით, ბიჭს ფელიპ ალონსო-გომესი ერქვა. მიმდინარე თვეს ბავშვის სიკვდილის უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ბიჭი 25 დეკემბრის ღამით გარდაიცვალა. დაკავების შემდეგ მამა-შვილი ელ-პასოს მიგრანტების ცენტრში ცხოვრობდნენ, სადაც ორი დღე დაყვეს. შემდეგ ისინი ელ-პასოს სასაზღვრო კონტროლის ცენტრში გადაიყვანეს. ბიჭი მოულოდნელად გახდა ცუდად. ის საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც ექიმებმა დაადგინეს, რომ ის გაციებული იყო და გამოუწერეს პარაცეტამოლი. გაწერისას მას 39,4°С სიცხე ჰქონდა და შემდგომი კვლევებისთვის დატოვეს საავადმყოფოში. რამდენიმე ხანში კი ანტიბიოტიკები და იბუპროფენი გამოუწერეს და სასაზღვრო ცენტრში დააბრუნეს. ორი საათის შემდეგ ბიჭს ღებინება დაეწყო. მისი საავადმყოფოში გადაყვანა ვერ მოხერხდა – ის გზაში გარდაიცვალა – “ბიბისი” წერს.
სასაზღვრო სამსახურის უფროსმა კევინ მაკალინანმა განაცხადა, რომ ბავშვის გარდაცვალება ტრაგიკული შემთხვევაა და რომ მისი უწყება ცენტრში მყოფი ბავშვების სამედიცინო შემოწმებას დაიყებს.

ნოემბერში ამერიკელმა მესაზღვრეებმა მიგრანტების წინააღმდეგ, რომელთა შორის ბავშვებიც იყვნენ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

banner
წინა სტატიაშისაუკეთესოთა დაჯილდოებაზე შეკრებილებს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა
შემდეგი სტატიარუსეთში ოპიუმის შემცველი ყაყაჩოს კულტივირებას დაიწყებენ