რუსეთში ოპიუმის შემცველი ყაყაჩოს კულტივირებას დაიწყებენ

რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც სამედიცინო მიზნებით ნარკოტიკის შემცველი მცენარის კულტივირებას კანონიერს ხდის – “ბიბისი” ავრცელებს. ექსპერტები ამბობენ, რომ გადაწყვეტილების მიღება დიდად განაპირობა რუსეთში გამაყუჩებელი პრეპარატების ბაზარზე შექმნილმა სავალალო მდგომარეობამ – რუსეთს ტკივილგამაყუჩებლები ისეთი ქვეყნებიდან შემოჰქონდა, რომლებსაც ის ახლა სანქციის ქვეშ ყავთ. დოკუმენტი ნარკოტიკების შემცველი რამდენიმე სახეობის ყაყაჩოს გაშენების უფლებას იძლება. “იმისათვის, რომ ჩვენი მოსახლეობა ძლიერი გამაყუჩებლების გარეშე არ დარჩეს, აუცილებელია მისი წარმოება ყველა ფორმაში” – განაცხადეს რუსეთის მთავრობაში.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში კიდევ ერთი მიგრანტი ბავშვი დაიღუპა, რომელიც მამასთან ერთად იყო დაკავებული
შემდეგი სტატიაუკრაინაში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა