აშშ-ში გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი გადადგა

აშშ-ში გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი სკოტ პრუიტი, რომლის ირგვლივაც მისი დანიშვნიდან მრავალი სკანდალი აგორდა, დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. წერილში, რომელიც მან დონალდ ტრამპს მიწერა, ნათქვამია, რომ მიდის მასზე და მის ოჯახზე მუდმივად მიმდინარე თავდასხმების გამო. თვითონ ტრამპმა დაწერა “ტვიტერში”, რომ პრუიტი კარგად მუშაობდა და მისი მადლიერია.
პრუიტის წინააღმდეგ ათობით საქმის გამოძიება მიდის, მათ შორის, სახელმწიფო თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით, ქვანარშირისა და ნავთობკომპანიების ლობირების გამო და სხვა. გარდა ამისა, მას ბრალი ედება იმაში, რომ თეთრი სახლის წესების გაუთვალისწინებლად სააგენტოში თანამშრომლებს ხელფასები მოუმატა – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიშალვა თადუმაძეს ყალბი დიპლომი აქვს?!
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე მძღოლი დააკავა