აშშ საქართველოს მთავრობას არჩევნებში გამოკვეთილი ხარვეზების აღმოფხვრისკენ მოუწოდებს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა.

ტექსტში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს და მიესალმებიან საერთაშორისო ორგანიზაციების OSCE/ODIHR მიერ გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებზე ორივე კანდიდატს საკუთარი საარჩევნო კამპანიის თავისუფალი წარმართვის საშუალება ჰქონდა და რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო.

ამასთანავე, სახელმწიფო დეპარტამენტი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ გამოთქმულ შეშფოთებას იზიარებს სახელმწიფო რესურსების არასათანადოდ გამოყენების შესახებ, რადგანაც ეს არ შეესაბამება საქართველოს სწრაფვას ჩაატაროს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები. სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას OSCE/ODIHR და სხვა დამკვირვებლების მიერ გამოთქმული ხარვეზის აღმოფხვრისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ ასევე ვიზიარებთ მისიის, ასევე სხვა საერთაშორისო და შიდა დამკვირვებლების შეშფოთებას, პარტიული კამპანიისთვის სახელმწიფო რესურსების არასწორი გამოყენების შემთხვევებთან დაკავშირებით. ეს ქმედებები არ შეესაბამება საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს, სრულიად გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და ჩვენ ვურჩევთ საქართველოს ხელისუფლებას, ყურადღება მიაქციოს ეუთო-ს მისიის და სხვა დამკვირვებლების მიერ გამოვლენილ ხარვეზებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

“შეერთებული შტატები მომავალშიც მხარს დაუჭერს საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მის ინტეგრაციას დასავლეთთან და საქართველოსთან თანამშრომლობას გააგრძელებს საარჩევნო და დემოკრატიული რეფორმების საკითხებში” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ყვითელი ჟილეტების” პროტესტი: ათობით დაშავებული და დაკავებულია
შემდეგი სტატიაშსს-ში გამომძიებლების ვაკანტურ პოზიციაზე ღია კონკურსი ტარდება