აშშ-ის საელჩო ულოცავს საქართველოს კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ არჩევნებს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ულოცავს საქართველოს კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ არჩევნებს, რომელიც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამინის უფლებათა ოფისის შეფასებით ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა 8 ოქტომბერს.

“აგრეთვე აღვნიშნავთ, რომ არჩევნები მინდინარეობდა წესრიგის დაცვით, მაგრამ ვწუხვართ, რომ დაძაბულობამ იმატა დღის განმავლობაში და ადგილი ჰქონდა რამდენიმე ძალადობრივ ინციდენტს საარჩევნო უბნებში. მტკიცედ ვგმობთ ძალადობისა და დაშინების ცალკეულ შემთხვევას და მოვუწოდებთ ყველა ამ ინციდენტის სრული და დაბალანსირებული გამოძიებისკენ კანონის უზენაესობის დაცვით”,-ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, განცხადების მიხედვით, ეს არჩევნები პირველი ნაბიჯია იმ პროცესში, რომელიც მოიცავს განმეორებით კენჭისყრას.

“მოვუწოდებთ ყველა პარტიასა და მათ მხარდამჭერებს, წყნარი და მშვიდობიანი გზით მიუდგნენ ამ არჩვნებს და გადაჭრან არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. ჩვენ გავაგრძელებთ პროცესის მონიტორინგს, შესაბამისად დავაკვირდებით მომავალ საარჩევნო კამპანიასა და განმეორებით კენჭისყრას”,-ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ, კიდევ ერთხელ ვუთხარით არა ძალადობას, ადამიანის ღირსების შელახვას და შიშზე დამყარებულ ძალაუფლებას”
შემდეგი სტატიაჯიხაშკარის საარჩევნო უბნის დარბევაში ბრალდებულს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს