აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი კიმ ჩენ ინს: “ნუ ეთამაშებით ტრამპს”

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა Fox News-თან ინტერვიუში ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს მიმართა, რომ პრეზიდენტ ტრამპს არ “ეთამაშოს” შეხვედრაზე, რომელიც 12 ივნისს არის დანიშნული. “კიმ ჩენ ინის მხრიდან დიდი შეცდომა იქნებოდა ეფიქრა, რომ მას დონალდ ტრამპთან თამაში შეუძლია” – ტელეარხი პენსს ციტირებს. შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა ტრამპმა შეხვედრაზე უარი თქვას, ვიცე-პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ამის შესაძლებლობა, ცხადია არსებობს. “არა მგონია პრეზიდენტი ტრამპი თვითრეკლამაზე ფიქრობდეს, ის მშვიდობაზე ფიქრობს” – თქვა პენსმა.

აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ახალი უთანხმოებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ეროვნული უსაფრთხოების ახალდანიშნულმა მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა ინტერვიუში თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის ატომური განიარაღება, შესაძლებელია, “ლიბიის სცენარით” განვითარდეს. 2003 წელს ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი საერთაშორისო შემოწმებაზე დათანხმდა, რომ დაემტკიცებინა, რომ მისი ქვეყანა არ აწარმოებს ატომურ იარაღს. 8 წლის შემდეგ კი კადაფი მოკლეს ამბოხებულებმა, რომელსაც დასავლეთი მხარს უჭერდა.
ჩრდილოეთ კორეულმა მედიამ გაავრცელა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ბოლტონის მიმართ “ზიზღს გრძნობს” – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიზვიად გელბახიანი გამოკითხვაზე იმყოფება
შემდეგი სტატიათიბისი გალერეაში ნიკოლას ილინის წიგნის „Memories of Tiflis” პრეზენტაცია გაიმართა