აშშ-ს საელჩო: ახლა პარტიათა პოლიტიკური ალიანსების ჩამოყალიბების დროა

აშშ-ს საელჩოს განცხადებაში, რომელიც 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს ეხება, ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეთა პრობლემების გადასაჭრელად, დროა ჩამოყალიბდეს პარტიათა პოლიტიკური ალიანსები.

“ახლა, პარტიათა პოლიტიკური ალიანსების ჩამოყალიბების დროა, რათა დაუყოვნებლივ გადაიჭრას საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები”.

აშშ-ს საელჩო პარტიებს მოუწოდებს პოლარიზაციის გამძაფრებისგან თავის შეკავებისკენ, ასევე, არჩევნების შემდგომი მშვიდი გარემოს შენარჩუნებასა და საარჩევნო საჩივრების მიუკერძოებელი განხილვისკენ.

“მეორე ტური არის შესაძლებლობა, რომ გაუმჯობესდეს პროცესი და ჩატარდეს ორგანიზებული, კონკურენტული მეორე ტური, რომლის მიმართაც საქართველოს მოქალაქეებს სრული ნდობა ექნებათ”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა
შემდეგი სტატიააშშ-ს საელჩო: სახელმწიფოსა და პარტიულ რესურსებს შორის წაშლილი ზღვარი ღრმად შემაშფოთებელია