უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა

უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა, გიორგი ზაქარაშვილი 2019 წლიდან დღემდე იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას.

გიორგი ზაქარაშვილი დიპლომატიურ სამსახურში 2004 წლიდან სხვადასხვა პოზიციებზე საქმიანობდა. 2016-2019 წლებში, იგი გახლდათ რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, 2007-2011 წლებში კი უფროსი მრჩევლი. 2012-2016 წლებში, გიორგი ზაქარაშვილი უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციაზე საქმიანობდა. 2011-2012 წლებში, გიორგი ზაქარაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროში იკავებდა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების სამმართველოს უფროსის თანამდებობას. 2007 წლებში საქმიანობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტში, 2004-2007 წლებში კი რუსეთის დეპარტამენტში. სხვადასხვა დროს გიორგი ზაქარაშვილი საქმიანობდა პრეზიდენტთან არსებული დსთ-სა და მშვიდობიანი კავკასიის საქმეთა სახელმწიფო ბიუროში, სახელმწიფო მინისტრის აპარატში, ქ. თბილისის მერიაში.

2019 წელს, გიორგი ზაქარაშვილს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში საქართველოს ყოფილი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე უკრაინიდან გამოწვეული იქნა მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან და იგი საქმიანობას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გააგრძელებს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ კიდევ სხვა მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ
შემდეგი სტატიააშშ-ს საელჩო: ახლა პარტიათა პოლიტიკური ალიანსების ჩამოყალიბების დროა