აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სირიაში ქურთებთან შესახვედრად ჩავიდა

აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სირიაში ქურთებთან შესახვედრად ჩავიდა

აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სირიაში ქურთებთან შესახვედრად ჩავიდააშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის საკითხში ბრეტ მაკ-გერკი სირიის ქურთისტანს ეწვია – ამის შესახებ “როიტერსი” წერს.
დელეგაცია მაკ-გერკის მეთაურობით, რომლის შემადგენლობაშიც 17 დიპლომატი შედიოდა, მათ შორის საფრანგეთის და ბრიტანეთის წარმომადგენლები, ერთ-ერთ ქურთულ აეროპორტში დაჯდა, რომელიც ამერიკელი სამხედროების მიერ გამოიყენება. სპეცწარმომადგენელმა ქურთებთან მოლაპარაკებები გამართა და ბრძოლის ადგილები მოინახულა, მათ შორის თურქეთის საზღვართან მედბარე ქალაქი კობანი.
ეს ამერიკელი მაღალჩინოსნის პირველი ვიზიტია 2012 წლიდან სირიაში მას შემდეგ, რაც აშშ-ს საელჩო დაიხურა დამასკოში.
სააგენტო თვლის, რომ აშშ-ს მაღალი რანგის წარმომადგენლის ქურთებთან შეხვედრამ, შესაძლებელია, თურქეთის გაბრაზება გამოიწვიოს.

banner
წინა სტატიაშიიორდანიის მეფე: იძულებული გავხდებით ლტოლვილები არ მივიღოთ
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური: ვერ გავხდები ინიციატორი, რომ შოუსთვის ტრიბუნა გავუმზადო ვიღაცას და ამაზე ვიბრძოლო ბიუროზე