იორდანიის მეფე: იძულებული გავხდებით ლტოლვილები არ მივიღოთ

იორდანიის მეფე: იძულებული გავხდებით ლტოლვილები არ მივიღოთ

40იორდანიის მეფემ აბდალლა მეორემ განაცხადა, რომ თუკი ევროკავშირი ქვეყანას ფინანსურად არ დაეხმარება სირიელი ლტოლვილების მიღებაში, თვითონ გაუჭირდებათ საემიგრაციო კრიზისთან გამკლავება.
როგორც აბდაალ მეორემ აღნიშნა, ასობით ათასი ლტოლვილის მიღება ქვეყნის ინფრასტრუქტურასა და ეკონომიკაზე ძალიან დიდი დარტყმაა და იორდანია, სავარაუდოდ, იძულებული გახდება უარი განაცხადოს სირიიდან გადაადგილებული პირების მიღებაზე.
“ადრე თუ გვიან, ვფიქრობ, ეს ჯაჭვი უნდა გამწყდარიყო. ყველაფერი დუღილის ტემპერატურას მიუახლოვდა’ – განაცხადა მონაქრმა.

ოფიციალური მონაცემებით, იორდანიამ 635 ათასი სირიელი ლტოლვილი დააბინავა.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე: ეს სამარცხვინო კამპანია წამოიწყო იმ მიზნით, რომ პარლამენტში ადგილი დამიკვიდროს
შემდეგი სტატიააშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სირიაში ქურთებთან შესახვედრად ჩავიდა