აშშ-ს კონგრესმა კიევს ლგბტ აქტივისტების დაცვისკენ მოუწოდა

აშშ-ს კონგრესმა უკრაინის ელჩს ვაშინგტონში ღია წერილი გაუგზავნა, სადაც  მოუწოდებს კიევს ლგბტ აღლუმის უსაფრთხოდ ჩასატარებლად ყველა ზომას მიმართოს. წერილს ხელი პარლამენტის ქვედა პალატის 38-მა წევრმა მოაწერა.
“უკრაინის მთავრობა ვალდებულია უკრაინის მოქალაქეების და მშვიდობიანი შეკრებების უფლებები დაიცვას და მოქალაქეობრივი თანასწორუფლებიანობის აღლუმის ჩატარება მშვიდობიანად უზრუნველყოს” – ნათქვამია ამერიკელი პოლიტიკოსების წერილში.

მათ შეშფოთება გამოთქვეს უკრაინელი გეების მისამართით მზარდი აგრესიის გამო. უფლებადამცველი ILGA-Europe- ჯგუფის მონაცემებით, უკრაინა რეგიონში გეებისათვის ყველაზე საშიში ქვეყნების სიაში მე-6 ადგილს იკავებს.

banner
წინა სტატიაშიანკარამ მოსკოვს ურთიერთობის ნორმალიზაციისათვის სამუშაო ჯგუფი შექმნა შესთავაზა
შემდეგი სტატია,,რუსეთის ეკონომიკა უკიდურესაც კრიტიკულ ზღვარზეა”