აშშ-ს დაზვერვა რუსეთს ახალი რაკეტის მისტიფიცირებაში სდებს ბრალს

რაკეტას, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 23 იანვრის ბრიფინგზე უცხურ სამხედრო ატაშეებს აჩვენა, არაფერი აქვს საერთო 9М729-თან, რომლის გამოც აშშ სარაკეტო შეთანხმებიდან გავიდა – 19 თებერვალს ინტერნეტ-პორტალმა Daily Beast-მა საიდუმლო მოხსენებაზე დაყრდნობით გაავრცელა. როგორც გამოცემა წერს, ამერიკის დაზვერვის სამსახურებმა დაადგინეს, რომ ბრიფინგზე 9М729-ის ნაცვლად სხვა გამოშვება იყო ნაჩვენები: მისი სატრანსპორტო-გამშვები კონტეინერი ზომებით იმაზე ნაკლები იყო, ვიდრე ის, რაც 9М729-ისთვის გამოიყენება. გარდა ამისა, ბრიფინგზე ნაჩვენები გამშვები მოწყობილობაც სხვა იყო, ვიდრე ის, რომელიც სადავო რაკეტისთვის გამოიყენება – “დოიჩე ველე” წერს.

აშშ რუსეთს ბრალს სდებს იმაში, რომ რაკეტა 9М729 (ნატოს კლასიფიკაციით SSC-8) ახლო და შორი მანძილის რაკეტების შეთანხმების დარღვევით იწარმოება. Daily Beast-ის ინფორმაციით, რუსეთმა 9М729 ექვსჯერ გამოსცადა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა
შემდეგი სტატიაპოლონეთი ისრაელისგან ბოდიშის მოხდას ელოდება