აშშ: მენაგვე-მკვლელს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

663 წლის ლოს-ანჟელესელ ყოფილ მენაგვეს, სიკვდილით დასჯა მიუსაჯა სასამართლომ მკვლელობების სერიის გამო.
როგორც სასამართლომ დაადგინა, ლონნი დევიდ ფრანკლინ-უმცროსმა, რომლის ზედმეტსახელია “მძინარე უხასიათო”, ცხრა ქალი და 15 წლის მოზარდი-გოგონა მოკლა. მისი მსხვერპლები უმეტესად შავკანიანები იყვნენ.
როგორც სასამართლომ აღიარა, ფრანკლინმა მკვლელობა პირველად 1985 წელს ჩაიდინა, მაშინ, როცა ქალაქში თავის ისტორიულ პიკში იყო კოკაინის მოხმარება. ის ნარკოდამოკიდებულებს კლავდა. მკვლლობისათვის კი ცეცხლსასროლ იარაღს იყენებდა, ან მსხვერპლს გუდავდა.
1988 წელს მისი ერთ-ერთი მსხვერპლი, რომელსაც ჯერ ესროლა, შემდეგ გააუპატიურა და შემდეგ სწრაფად მიმავალი მანქანიდან გადააგდო, გადარჩა. ამ ინციდენტიდან 14 წლის მანძილზე მას არავინ მოუკლავს.
სერიულ მკვლელზე მის მიერ 2007 წელს ჩადენილი დანაშაულის გახსნაზე მუშაობისას გავიდნენ. მსხვერპლის სხეულზე მისი დნმ-ის კვალი აღმოაჩინეს, რომელიც მისი შვილის დნმ-ს გავდა, რომელიც ციხეში იხდიდა სასჯელს.
ამის შემდეგ ჩატარდა ოპერაცია, რომლის მსვლელობისას გამომძიებლებმა თვითონ ფრანკლინის გენეტიკური მასალები გამოიყენეს. ერთ-ერთ საღამოზე, პიცის თანამშრომლად გადაცმული პოლიციელი მომსახურა მას. ნერწყვის ანალიზითა და დნმ-ის კვალით მისი ბრალეულობა დამტკიცდა.
სიკვდილით დასჯის განაჩენი ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანეს.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალურ მოძრაობას” არავითარი რესურსი არ გააჩნია, რომ ქვეყანაში რეავოლუცია მოახდინოს”
შემდეგი სტატია7 წლის ტყეში დაკარგულმა იაპონელმა მამას აპატია