7 წლის ტყეში დაკარგულმა იაპონელმა მამას აპატია

5შვიდი წლის იაპონელი ბიჭის იამატო ტაბუკის მამამ განაცხადა, რომ მისმა ბიჭმა მას აპატია.
“მე მას ვუთხარი: მამამ შენ გაიძულა ასეთი დღე გამოგევლო, პატიებას ვითხოვ, ჩემმა ბიჭმა კი ასე მიპასუხა: შენ კარგი მამა ხარ და მე შენ გპატიობ” – თქვა 44 წლის ტაკაიუკი ტანუკამ ტელეარხ TBS-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ 28 მაისს, დედ-მამამ, ბავშვი დასჯის მიზნით ტყეში მარტო 5 წუთით დატოვეს. უკან მობრუნებულებს ბავშვი არ დახვდათ ადგილზე. როცა დამოუკიდებლად მისი პოვნა ვერ შეძლეს, მათ სამაშველო სამსახურებს გამოუძახეს. საბოლოო ჯამში, 7 წლის ბიჭს 6 დღის მანძილზე ეძებდა სამაშველო სამსახური, პოლიცია, და არმიის ნაწილი, სულ დაახლოებით 500 ადამიანი. ბიჭი ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში იპოვეს შემთხვევით.

პოლიციამ განაცხადა, რომ მისი მშობლების წინააღმდეგ საქმეს არ აღძრავენ.
ბავშვს დღეს გამოწერენ საავადმყოფოდან.

banner
წინა სტატიაშიაშშ: მენაგვე-მკვლელს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს
შემდეგი სტატიაერდოღანმა სტამბულის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ქურთ სეპარატისტებს დააკისრა