აშშ-მა, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების საკითხი შეათანხმეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების საკითხები შეათანხმეს. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს განცხადებას.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა, თავის კოლეგებთან ერთად საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და ბრიტანეთიდან, პარიზში განიხილეს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების შემდგომი ნაბიჯები.

„შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ დამატებითი სანქციების დაწესების გეგმებზე, ისევე როგორც სხვა ღონისძიებებზე, რათა რუსეთის ფედერაციას პასუხისმგებლობა დაეკისროს“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, მხარეებს ჰქონდათ ვრცელი დისკუსია რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, თავდაცვის გაძლიერების მიზნით უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების მნიშვნელობაზე და მილიონობით ადამიანისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენაზე, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი სახლები.

მხარეებმა ასევე განიხილეს რუსეთის შემოჭრით გამოწვეულ გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეები.

banner
წინა სტატიაში„ბაირაქტარებმა“ ზმეინის კუნძულთან 3 რუსული სადესანტო კატარღა გაანადგურეს
შემდეგი სტატიაწილოსანი: თუ არ ჩავთვლით ოკუპაციას, არ მახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, რაც უკრაინის მთავრობისგან მოგვადგა