აშშ-მ რუსეთს ულტიმატუმი წაუყენა

joni

14516436_648570748636449_696996407589775328_nამერიკული მედიის ცნობით, აშშ-მ რუსეთს სირიაში მისი მოქმედებების გამო ულტიმატუმი წაუყენა…
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან საატელეფონო საუბრისას, რუსეთს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სირიის ალეპოში ოპერაცია… წინააღმდეგ შემთხვევაში, სირიის კონფლიქტის ფარგლებში რუსეთთან ყოველგვარი თანამშრომლობისა და კოორდინაციის შეწყვეტით დაემუქრა.
,,სახელმწიფო მდივანმა თავის რუს ვიზავისთან გამოხატა აღშფოთება რუსეთის ქმედებების გამო სირიის კონფლიქტში და რუსეთის ხელისუფლებას დააკისრა პასუხისმგებლობა სიტუაციის გაუარესებისა და ალეპოში ბუნკერსაწინააღმდეგო ცეცხლგამჩენი ბომბების გამოყენებაზე. სახელმწიფო მდივანმა განუცხადა ლავროვს, რომ თუ რუსეთი დაუყოვნებლივ არ გადადგამს ნაბიჯებს კონფლიქტის ესკალაციის შეწყვეტისა და სამშვიდობო შეთანხმების დროინდელი სტატუს კვოს აღდგენის განსახორციელებლად… აშშ შეწყვეტს ყოველგვარ კავშირს და თანამშრომლობას სირიის კონფლიქტის ფარგლებში რუსეთთან,, განაცხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯონ კერბიმ.

banner
წინა სტატიაში„ოცნებამ“ ფარული საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო?
შემდეგი სტატია(video) ავსტრალიელი იმამი პირდაპირ ეთერში ფეხსაცმლით ცემეს