„ოცნებამ“ ფარული საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო?

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 28, 2016 21:38

„ოცნებამ“ ფარული საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო?

საინფორმაციო სააგენტო "თაიმერის" ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდავისთვის და რა საკონსტიტუციო ცვლილებას გეგმავს ივანიშვილის გუნდი

 

ის, რის შესახებაც „თაიმერმა“ ჯერ კდიევ რამდენიმე თვის წინ, პირად წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, ახლახან ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა, პრინციპში, დადასტურა, რითიც კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, რომ „თაიმერის“ წყაროებს პოლიტიკურ კულუარებში მიმდინარე პროცესბის პულსზე ხელი უდევთ. ერთი სიტყვით, ივანიშვილმა დაანონსა, რომ 2017 წელს, „ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი შესაძლოა, ირაკლი ღარიბაშვილი იყოს.

რატომაც არაირაკლი ღარიბაშვილთან მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და მის კანდიდატად წარდგენაზე არ მისაუბრია. ამ თემაზე საუბარი ნაადრევია. ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია, ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. ვფიქრობ, ის ძალიან ღირსეულად ემსახურა ქვეყანას და გამარჯვებულად წავიდა. მივესალმები მის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენას, თუმცა ჯერ კიდევ დიდი დროა პრეზიდენტის არჩევნებამდე. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. გამორიცხული არ არის, ირაკლი ღარიბაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებამდეც გამოჩნდეს პოლიტიკურ ასპარეზზე,“ – განაცხადა ქვეყნის პირველმა მოქალაქემ რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს.

თავის დროზე კი „თაიმერი“, კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით, როგორც ზევით აღვნიშნეთ, წერდა, რომ ღარიბაშვილის, როგორც პრეზიდენტის ქართულ პოლიტკაში დაბრუნების საკითხი მაშინ გადაწყდა, როცა „ოცნების“ წლევანდელი საპრლამენტო სიის დაკომპლექტდება დასრულდა.

„თავიდან არსებობდა მოსაზრება, რომ ღარიბაშვილი „ოცნების“ სიის პირველ ათეულში ყოფილიყო და ახალ პარლამენტში სპიკერი გამხდარიყო, მაგრამ ბოლო წუთს რაღაც შეიცვალა. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ გადათამაშება, ალბათ, იმიტომ მოხდა, რომ ივანიშვილმა მოქმედ პრემიერს, გიორგი კვირკაშვილს ანგარიში გაუწია, რომელიც ამავე დროს, „ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერიც არის, ანუ იმის თქმა მინდა, რომ კვირიკაშვილი ალბათ, მინიმუმ, უკმაყოფილო დარჩებოდა, ღარიბაშვილი სიაში მის გვერდით რომ ყოფილიყო, რადგან როგორც გაგებული მაქვს, „ქართუში“ მუშაობის დროს მას და ღარიბაშვილს მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ,“ – უთხრა თავის დროზე „თაიმერს“ წყარომ, რომელიც „ოცნების“ ოფიციალური წევრი არ არის, მაგრამ სამთავრობო გუნდთან ახლო ურთიერთობით გამოირჩევა.

ზოგადად, თუ დავაკვირდებით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ისეთი ფონი შეიქმნა, რომ ღარიბაშვილის კადრები თითქოს უკანა პლანზე გადასწიეს, მაგრამ როგორც ვითარების მცოდნენი ამბობენ, ეს ერთგვარი ხრიკია.

„დიახ, შეიქმნა ილუზია, რომ ყოფილი პრემიერის გარემოცვა ჩამოალაბორანტეს, მაგრამ სინამდვილეში, ასე სულაც არ არის და ვინც რა უნდა თქვას, ფაქტია, რომ ივანიშვილისთვის ღარიბაშვილი ძალიან ახლობელი ადამიანია. ისიც გაგებული მაქვს, რომ ლამის თავის მეხუთე შვილად აღიარებს. შეიძლება, მის, როგორც სახელმწიფო ჩინოვნიკის მოქმედებებში რაღაცები არ მოსწონდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოიძულა და ივანიშვილის ბოლო განცხადებაც სწორედ ამაზე მეტყველებს“, – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელიც აქვე, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ივანიშვილი ისეთ შეცდომას აღარ დაუშვებს, როგორიც გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით დაუშვა.

„ივანიშვილის გარემოცვაში შეიძლება, არიან ადამიანები, რომელთა მიმართაც ყოფილ პრემიერს ნდობაც აქვს და სიმპათიაც, მაგრამ დამერწმუნეთ, თვალდახუჭული არავის არც აქამდე ენდობოდა და მას მერე, რაც თუნდაც მარგველაშვილმა გაუკეთა, მით უმეტეს, აღარავის ენდობა. ერთადერთი, ამ მხრივ გამონაკლისი, შეიძლება ითქვას, ღარიბაშვილია, რომელიც პრინციპში, მის თვალწინ გაიზარდა, ანუ იმის თქმა მინდა, რომ ივანიშვილმა ღარიბაშვილის ყველა პლუს-მინუსი იცის და შესბამისად, რომ დასჭირდეს, მასზე ზემოქმედებც არ გაუჭირდება. ზოგადად, ისიც მგონია, რომ ახალი პარლამენტი კონსტიტუციას ისევ შეცვლის, რითიც პრეზიდენტის უფლებები უწინდელივით გაიზრდება და ამით ღარიბაშვილისთვის, როგორ მომავალი პრეზიდენტისთვის სიტუაცია მომზადდება,“ – ეუბნება „თაიმერს“ ინკოგნიტო ანალიტიკოსი, რომელიც დარწმუნებულია, რომ მისი პროგნოზი გამართლდება და ერთ-ერთი პირველი, რასაც 2016 წლის მოწვევის პარლამენტი გააკეთებს, სწორედ ის საკონსტიტუციო ცვლილება იქნება, რითიც პრეზიდენტის უფლება-მოსილება გაიზრდება, ოღონდ ანალიტიკოსი მიანიშნებს, რომ პარლამენტი ამ შესწორებას იმ პირობით მიიღებს, რომ პრეზიდენტის გაზრდილი უფლებები ძალაში 2017 წლიდან, ანუ ახალი პრეზიდენტის არჩევის მერე შევიდეს.

„აბა, თქვენ რა გგონიათ, „ოცნება“ მარგველაშვილს „გაპარპაშების“ საშუალებას მისცემს?!“ – ხუმრობით ამბობს „თაიმერის“ წყარო.

ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, დიდი ალბათობთ, „ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება, უმრავლესობის ცალეკეულ წევრთა კომენტარებიდანაც გამოჩნდა. მაგალითად, მანანა კობახიძემ, რომელსაც ჯერ კიდევ მოქმედ პარლამენტში ვიცე-სპიკერის პოსტი უჭირავს, განაცხადა:

ირაკლის აქვს ძალიან დიდი ნდობა საზოგადოებისგან და პოტენციალი, რომ კენჭი იყაროს პრეზიდენტად. ამას კიდევ დრო სჭირდება. ბატონი ირაკლის გადასაწყვეტია, თუმცა ვფიქრობ, „ქართული ოცნებისთვისის იქნება მისაღები და მხარდაჭერილი თანაგუნდელებისგან.“

მოკლედ, მართალია, ჯერ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარებულა, მაგრამ ივანიშვილის იმ განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, რომელიც სტატიის დასაწყისში მოვიყვანეთ, შეიძლება, ითქვას, რომ „ოცნებამ“ ირიბად საპრეზიდენტო კამპანია უკვე დაიწყო, მაგრამ ყველაფერი მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორი შედეგით დამთავრდება 8 ოქტომბრის არჩევნები.

ბერდია კალანდია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 28, 2016 21:38