აშშ-მ რუსეთს სანქციები დაუწესა

აშშ-მ რუსეთს სანქციები დაუწესა, მათ შორის, სუვერენულ ვალზე. შემზღუდავი სანქციები ვრცელდება, ასევე, 32 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციაზე. ვაშინგტონი ათმა დიპლომატმა დატოვა. მოსკოვმა განაცხადა, რომ “სანქციებზე პასუხი შეუქცევიდ იქნება”.

სანქციების შესახებ ინფორმაცია თეთრმა სახლმა გაავრცელა. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ამერიკულ ინსტიტუტებს რუსეთის სუვერენული ობლიგაციების პირველად ბაზარზე ყიდვას უკრძალავს. აშშ საჭიროების შემთხვევაში რუსეთის სახელმწიფო ვალზე სანქციებს გააფართოვებს – თეთრი სახლის განცახდებაშია ნათქვამი.

აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ გამოავლინა და შავ სიაში მოაქცია ექვსი რუსული ტექნოლოგიური კომპანია, რომლებიც, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის სპეცსამსახურებს კიბერშეტევის განხორციელებაში ეხმარებოდნენ.

15 აპრილს აშშ-ს სახელმწიფო სტრუქტურებსა და კერძო კომპანიებზე განხორციელებულ კიბერშეტევას, ამერიკის მთავრობამ უდიდესი უწოდა და ოფიციალურად განაცხადა, რომ მის უკან ოფიციალური რუსეთი დგას, კერძოდ კი, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურები.

banner
წინა სტატიაშიმიკ ჯაგერის სიმღერა ლოკდაუნზე: “ჩვენ გამოვაღწევთ ამ ციხიდან” (ვიდეო)
შემდეგი სტატიაელისო ბოლქვაძე: ნაგავში რომ იქექებიან ვხედავ, მაგრამ პარიზშიც არის ეგ