აშშ-მ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებზე ისაუბრა. ვაშინგტონი პერსონალურ, ფინანსურ სანქციებს უწესებს პუტინთან დაახლოებულ პოლიტიკური ელიტის წევრებსა და მათი ოჯახის წევრებს.

ჩვენ ვუწესებთ სანქციებს ორ ყველაზე დიდ ფინანსურ ინსტიტუციას – VEB-ს და სამხედრო ბანკს. რუსეთის სუვერენულ ვალზე ყოვლისმომცველ სანქციებს ვაწესებთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მოვკვეთთ რუსეთის ხელისუფლებას დასავლეთს ფინანსებს. აღარ შეეძლებათ ფულის მოზიდვა დასავლეთისგან და ვაჭრობა ახალი ვალით ჩვენსა, თუ ევროპულ ბაზრებზე.

ხვალიდან დაიწყება და მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება – ჩვენ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებს. ისინი იზიარებენ კრემლის პოლიტიკის კორუფციულ თამაშებს და ასევე უნდა გაიზიარონ ტკივილი. გერმანიასთან კოორდინაციით ჩვენ ვიმუშავებთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩრდილოეთის ნაკადი 2 წინ ვეღარ წავა

გერმანიასთან კონულტაციის შემდეგ, პრაქტიკულად, მომზადებულია ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის გაყინვა ამავდროულად, აშშ გააგრძელებს სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის. იმის გამო, რომ რუსეთის არმის დგას ბელარუსში, ჩვენ ვაწვდით კიდევ უფრო მეტ შეიარაღებას უკრაინას და ასევე სამივე ბალტიისპირეთის სახელმწიფოში ასვეე გვინდა ვთქვათ, რომ ჩვენ არანაირი მიზანი არ გვაქვს თავს დავესხათ რუსეთს მაგრამ ჩვენ ვიცავთ ნატოს ტერიტორიას.

რუსეთი აპირებს არ შეჩერდეს გამოცხადებულზე და აქვს გეგმები გაცილებით უფრო დიდი ქალაქების ოკუპაციის, მათ შორის დედაქალაქი კიევის. მათ შორის პირველ რიგში ბელარუსიდან, ჩრდილოეთ ნაწილიდან რაკეტების დახმარებითაც კი. სამხრეთიდან, შავი ზღვიდან, წყალქვეშა გემებით.

რაზე მეტყველებს ეს თუ არა იმაზე, რომ რუსეთს სურს ომის დაწყება, – აცხადებს ჯო ბაიდენი.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, ასევე 27 ფიზიკურსა და იურიდიულ პირს სანქციებს უწესებს
შემდეგი სტატიაჯო ბაიდენი: რუსეთი აპირებს კიევის ოკუპაცია