ზაალ უდუმაშვილი : უმჯობესი იქნება, თუ სახელმწიფო მდივანი უშუალოდ ოპოზიციისგან მოისმენს, რა ვითარებაა ქვეყანაში

სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ყოველთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან შეერთებული შტატების ასეთი მაღალი რანგის დიპლომატი ქვეყანაში როდესაც ჩადის, ის ჩადის კონკრეტული გზავნილებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, მაიკ პომპეოს ვიზიტი ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ქვეყანაში არის უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი.

„ბუნებრივია, რეგიონში არსებულ ვითარებასთან ერთად, მაიკლ პომპეო განიხილავს 31 ოქტომბრის არჩევნებს და იმ შედეგებს, რომელიც დადგა, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არამხოლოდ ოპოზიციისთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისთვის, რა გზავნილები ექნება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს. ჯერჯერობით რაც წავიკითხე, შეხვედრები არის ხელისუფლებასთან, თუმცა, როდესაც ასეთი რანგის დიპლომატი ჩამოდის, ძალიან კარგად არის ინფორმირებული ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის ოპოზიციის პოზიციაზე, თუმცა რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნება თუ სახელმწიფო მდივანი უშუალოდ ოპოზიციისგან მოისმენს, რა ვითარებაა ქვეყანაში“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაიკ პომპეოს ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. საგარეო უწყების ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს 17 ნოემბერს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტის დროს მაიკ პომპეო სალომე ზურაბიშვილს, გიორგი გახარიას, დავით ზალკალიანსა და ილია მეორეს შეხვდება.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ დაინახა რეგიონში თამაშგარედ დარჩენის საფრთხე და დაიწყო მოქმედება – გია ხუხაშვილი მაიკ პომპეოს ვიზიტზე
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე : არავინ აპირებს​, მაიკ პომპეოს აქციით დახვდეს