აშშ-ის სენატმა თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა 2019 წლის თავდაცვითი ბიუჯეტი დაამტკიცა.

დოკუმენტის მიღებას მხარი 87-მა სენატორმა დაუჭირა, 10–მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა. კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება.

თავდაცვითი ბიუჯეტის საერთო თანხა 716 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს. დოკუმენტში ხაზგასმულია ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერა. კანონპროექტი საქართველოსა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევასაც ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე : ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი იყო
შემდეგი სტატიათავდაცვიდან სამხედრო მაღალჩინოსნები გაათავისუფლეს