ანა დოლიძე : ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი იყო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო.

როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, სისტემა, რომელშიც ნინო გვენეტაძე მუშაობდა, ძალიან მძიმე იყო, თუმცა დღეს რატომ მიიღო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ეს გადაწყვეტილება, ამაზე ინფორმაცია არ აქვს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ქალბატონ ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩემთვის, თუმცა ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო და მინდა, დამატებითი რამ გავიგო ამის შესახებ. სისტემაში, რა სისტემაშიც ქალბატონი ნინო იყო ლიდერი, ზოგადი ფონი ძალიან მძიმე იყო, რასთანაც მას ჰქონდა ყოველდღიური შეხება, მაგრამ კონკრეტულად რაშია საქმე, რატომ დღეს, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს და მეტი მინდა გავიგო. მას ძალიან მძიმე სფერო შეხვდა სამუშაოდ და ამას რამდენად შეხება ჰქონდა მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, არ ვიცით, მაგრამ იქ მუშაობა, რომ ძალიან ძნელი იყო, ეს ცხადია”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურმა დღეს გაავრცელა. ნინო გვენეტაძის გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროება სახელდება.

banner
წინა სტატიაშიხანძარი ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე – მაშველებმა მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს
შემდეგი სტატიააშშ-ის სენატმა თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა