აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის და ევრაზიის ბიურო – კარენ დონფრიდმა დავით ზალკალიანთან საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის და ევრაზიის ბიურო – კარენ დონფრიდმა დავით ზალკალიანთან საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, თავად აირჩიოს უსაფრთხოების ალიანსები.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის და ევრაზიის ბიურო სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, კარენ დონფრიდისა და საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის, დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის და ევრაზიის ბიუროში აცხადებენ, აშშ-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის.

„სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდი ესაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს და კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და მისი უფლების მიმართ თავად აირჩიოს უსაფრთხოების ალიანსები“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისად მოქმედებს შეზღუდვები
შემდეგი სტატიაუხვი ნალექის გამო რამდენიმემეტრიანმა ტალღებმა ბათუმში სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი დააზიანა