აშშ-ის საელჩო – ვაფასებთ საქართველოს პოლიციის მხრიდან გამორჩეულ თანამშრომლობას სავიზო თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლაში

აშშ-ის საელჩო აფასებს საქართველოს პოლიციის მხრიდან გამორჩეულ თანამშრომლობას სავიზო თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლაში, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციაში.

„გასულ კვირას თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა დააკავა თაღლითობაში ეჭვმიტანილი პიროვნება, რომელზეც მიმდინარეობდა გამოძიება, სავარაუდოდ, საქართველოს ორი მოქალაქისთვის ფულის სანაცვლოდ ვიზების აღებაში დახმარების გამო. ეს საქმე აშშ-ის საელჩოსა და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან ახლო თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია და წარმოაჩენს საქართველოს შესაძლებლობებს სავარაუდო ყალბი დოკუმენტაციის გამოძიებაში.

აშშ-ის საელჩო შეახსენებს პოტენციურ აპლიკანტებს, რომ მსგავსი ტიპის მოვაჭრეებს არ აქვთ სავიზო პროცესში დახმარების უნარი. ვიზისა და დოკუმენტაციის გაყალბება დანაშაულია, რომელსაც აშშ-სა და საქართველოს ხელისუფლება ძალიან სერიოზულად ეკიდება“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიპირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვება და სოციალური ქსელით გავრცელება – დაკავებულია 1 პირი
შემდეგი სტატიაილვესი: დუმის იმ დეპუტატებს, ვინც აღიარებას ხმა მისცა, EU-ს ქვეყნების ვიზა უნდა გაუუქმდეთ