აშშ -ის საელჩო მადლობას უხდის სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებსა და სხვა აუცილებელი ეკონომიკური საქმიანობის ობიექტებში მომუშავე პერსონალს

დღეს, გვსურს, მადლობა გადავუხადოთ იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებსა და სხვა აუცილებელი ეკონომიკური საქმიანობის ობიექტებში. მათი მიმდინარე ძალისხმევის წყალობით საკვების, წამლებისა და სხვა აუცილებელი საჭიროებების მიწოდება შეუფერხებლად მიმდინარეობს იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ საქართველოს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა რეკომენდაციების გათვალისწინება, დავრჩეთ სახლში და დავიცვათ ჩვენი ოჯახებისა და მეზობლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.
მადლობას ვუხდით მათ საიმედოობისა და ერთგულებისთვის. ერთად დავამარცხებთ COVID-19-ს!-ნათქვამია აშშ -ის საელჩოს განცხადებაში

banner
წინა სტატიაშითვალის დახუჭვა რუსეთის მიერ გაეროს ქარტიის უხეშ დარღვევაზე აზიანებს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას – ზალკალიანი
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 69 ფაქტი გამოავლინა