აშშ-ის საელჩო – აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ, ამ ინფორმაციას ვსწავლობთ

საქართველოში აშშ-ის საელჩო ეხმიანება საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს და აცხადებს, რომ საელჩო ამ ინფორმაციას სწავლობს.

„აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას“,- აღნიშნულია სალეჩოს ფეისბუქპოსტში.

„ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაესხნენ თავს და როგორც თავად ამბობს, ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ვატო წერეთელის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ზარქუა: როდესაც შეურაცხყოფას მიაყენებ სხვას, იმისთვისაც მზად უნდა იყო რომ პასუხს მიიღებ იმ კაცისგან!
შემდეგი სტატიაზმეინის კუნძულის გათავისუფლების დროს უკრაინელმა სამხედროებმა შავი ზღვის თავზე რუსული კა-52 ვერტმფრენი ჩამოაგდეს