აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრა გრიგოლ ვაშაძემ უკომენტაროდ დატოვა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ბოლომდე ესწრებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძეც, რასაც შეხვედრის მონაწილე სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც ადასტურებენ. თუმცა, გრიგოლ ვაშაძეს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

პარტიების წარმომადგენლების ინფორმაციით, დიპლომატების მონაწილეობით პოლიტიკური კონსულტაციების კიდევ ერთი რაუნდი უახლოეს დღეებში შედგება.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის ყოფილი წევრი ბიძინა გუჯაბიძე გარდაიცვალა
შემდეგი სტატიააშშ-ის ევროპული ჯარების ყოფილი მეთაური – ვისურვებდი, საქართველოში აშშ-ის გაზრდილი ინფრასტრუქტურა ვნახო