აშშ-ის დაზვერვამ კორონავირუსის წარმომავლობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

აშშ-ის დაზვერვამ კორონავირუსის წარმომავლობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები გამორიცხავენ ჩინეთის მიერ კორონავირუსის ბიოლოგიურ იარაღად შემუშავების შესაძლებლობას, თუმცა აცხადებენ, რომ ვირუსის წარმოშობა სავარაუდოდ დაუდგენელი დარჩება ჩინეთის დახმარების გარეშე.

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, პეკინი განაგრძობს გლობალური გამოძიების შეფერხებას, ეწინააღმდეგება ინფორმაციის გაზიარებას და კორონავირუსის პანდემიაში ადანაშაულებს სხვა ქვეყნებს, მათ შორის აშშ-ს.

ანგარიშის ავტორები დამაჯერებლად მიიჩნევენ ვირუსის წარმომავლობის ორივე თეორიას, რომ „ვირუსი ადამიანებში ცხოველებიდან ბუნებრივი პროცესის შედეგად გავრცელდა ან რომ ის გავრცელდა ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონვის შედეგად. ორი მთავარი ჰიპოთეზა კვლავ ძალაში რჩება, – აღნიშნულია ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს სამსახურში კოვიდსაბუთის წარდგენის ვალდებულება დაეკისრათ
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 4 247 ახალი შემთხვევა გამოვლინდა