აშშ აზერბაიჯანს მუხტარლის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

აშშ აზერბაიჯანს ჟურნალისტ აფგან მუხტარლის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში:

“გავრცელებული ინფორმაციით, მუხტარლი საქართველოში გაიტაცეს და აზერბაიჯანში ჩაიყვანეს. ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე გამოძიებას და ვიმედოვნებთ, რომ იქნება სრული, გამჭვირვალე და დროული”.

აფგან მუხტარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა გუშინ მიუსაჯეს – საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, საზღვარზე 10 000 ევროს არადეკლარირებულად გადატანის და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით.

banner
წინა სტატიაშირძის პროდუქტების მწარმოებელ 11 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
შემდეგი სტატიასაკონტროლო გასროლით მოკლული ირაკლი კეკელიას ცხედარს პოლიცია სამი დღეა, რიონში უშედეგოდ ეძებს