არჩილ თალაკვაძე ადამ კინზინგერს მადლობას უხდის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეს, კონგრესმენს, რესპუბლიკელ ადამ კინზინგერს მადლობას უხდის. ამის შესახებ თალაკვაძემ Facebook-ზე დაწერა.

„კონგრესმენო კინზინგერ, მეც მოხარული ვარ თქვენთან გამართული შეხვედრით ვაშინგტონში, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი თემა განვიხილეთ.

ძალიან ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას ჩემი ქვეყნისადმი. დარწმუნებული ვარ, თქვენი, – როგორც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარის ლიდერობით, ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება.

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს N1 სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარია და თქვენთან მხარდამხარ განვაგრძობთ ჩვენი წვლილის შეტანას მსოფლიოში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავისუფლების განმტკიცების საქმეში.

ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ჩვენი ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას დადებითი შედეგების მისაღწევად“, – წერს არჩილ თალაკვაძე.

banner
წინა სტატიაშიაშშ 20.000 სამხედრო მოსამსახურეს გააგზავნის ევროპაში
შემდეგი სტატიაადამ კინზინგერი: მქონდა ნაყოფიერი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან