“სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერი პაატა ბურჭულაძე, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს ტერაქტს უწოდებს. მომხდართან დაკავშირებით განცხადება, გვიან ღამით პარტიის ოფისში, საგანგებო ბრიფინგზე გაკეთდა. ბლოკის ლიდერები, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებას გამოეხმაურნენ. პარტიის ლიდერები შესაბამის ორგანოებს მომხდარის არჩევნებამდე გამოიძიებისკენ მოუწოდებენ. პაატა ბურჭულაძის განცხადებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
„ეს არის ტერაქტი, ასეთი ტერაქტი საქართველოში არ მომხდარა 90-იანი წლების შემდეგ. პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ხელისუფლებას. ჩვენ მოვითხოვთ, სასწრაფოდ გაიხსნას ეს ტერაქტი. არჩევნებამდე უნდა გაიხსნას ეს ტერაქტი,“-განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.