ასეთი განცხადებები საქართველოს დასაზიანებლად კეთდება – ქადაგიშვილი არახამიაზე

“ასეთი ტიპის განცხადებები, რომ საქართველო არის შავი ხვრელი, იარაღითა და კომპონენტებით ამარაგებს რუსეთს და ა.შ. ეს განცხადებები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მიზანმიმართულად კეთდება, ეს უკვე არ არის შემთხვევითობა. ეს არის მიზანმიმართული, შურისძიებითი ქმედება საქართველოს დასაზიანებლად. ამას ჰქვია არა ფაქტებით საუბარი, არა რეალური მოვლენების შეფასება, არამედ შექმნილი აღქმების პროპაგანდირება და აღქმებით დამკვიდრებული “რეალობის” წარმოჩენა. სწორედ ამ აღქმებს ემსახურება უწყვეტი პროპაგანდა.” – თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
შემდეგი სტატიარუსეთმა ავსტრალიის 121 მოქალაქეს სანქციები დაუწესა