“ასეთი ექსპერიმენტების ჩატარება ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო იქნება” – ბესელია “რუსთავი2”-ის საქმის პოლიტიკურ კონტექსტზე საუბრობს

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 7, 2019 13:08

“ასეთი ექსპერიმენტების ჩატარება ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო იქნება” – ბესელია “რუსთავი2”-ის საქმის პოლიტიკურ კონტექსტზე საუბრობს

მორიგი შეტევა “რუსთავი2”-ზე და სასამართლო სარჩელი ნინო ნიჟარაძის სახელით – მმართველი გუნდის ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია, ახალ დავაზე, რომელიც სამაუწყებლო კომპანიის 9%-იანი წლის მფლობელმა დაიწყო, პოლიტიკურ კონტექსტს ხედავს.

“ქართული ოცნებიდან” დემარშით წამოსული დეპუტატი ამბობს, რომ “რუსთავი2”-ის საქმეზე საუბრისას გასათვალისწინებელია ერთის მხრივ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და მეორეს მხრივ, ქართულ სასამართლოში არსებული ვითარება. კრიტიკა, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები ღიად გამოთქვამენ.

ბესელია მმართველ პარტიას ურჩევს, გამოწვევები გააცნობიეროს, რადგან მისი თქმით, “რუსთავი2”-ის ირგვლივ “ექსპერიმენტების ჩატარება” ქვეყნისთვის სახიფათო იქნება.

„ორივე კონტექსტი გასათვალისწინებელია, აქეთ ერთის მხრივ სტრასბურგის სასამართლოში ეს საქმე, რომელიც არ დამთავრებულა და მეორეს მხრივ, ძალიან მძიმე კრიტიკული განწყობები სასამართლოს მიმართ, რომელზედაც უკვე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ღიად და დაუფარავად ლაპარაკობენ. ამიტომ, ეს მმართველმა პარტიამ უნდა გააცნობიეროს რა ტიპის გამოწვევაა ახლა და აქ რაღაცა ასეთი ექსპერიმენტების ჩატარება მე მგონია, რომ ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო იქნება,”-აცხადებს ეკა ბესელია.

კითხვაზე არის თუ არა დაწყებულ სასამართლო დავაში პოლიტიკური კონტექსტი ბესელია პასუხობს:

“ამის გამორიცხვა ახლა ძალიან დიდი გულუბრყვილობა იქნება, ამიტომ მაქსიმალურად მკაფიო უნდა იყოს ყველა პასუხი.“

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 7, 2019 13:08

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


12,289
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics