ასე როგორ შეიძლება, ოუ, რანინა… ანუ, ნუ მოძოვთ ჩემს ქვეყანას!

თაკო ჩარკვიანი:

თაკო ჩარკვიანი:"ველდოები, რომ ბიძინა ივანიშვილმა "გაყვინიზებული" ადამიანები დაიფრინოს!იშვიათად, მაგრამ მაინც ვაქვეყნებ ხოლმე წერილებს, ხანმოთხრობებს, როცა ძალიან შემაწუხებს ესა თუ ის მოვლენა, მხოლოდ მაშინ. ისე, ვცდილობსაზოგადოება არ შევაწუხო ჩემი ნააზრევით და ფიქრებით. ჰოდა, ახლა შევწუხდი და ცოტას თქვენც შეგაწუხებთ, იქნებ, ზოგს შვება მიეცეს კიდეც.

რამდენიმე ხნის წინ, წერილი გამოვაქვეყნე ასეთი სათაურით: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე….“ (გახსოვთ, ალბათ, ზურაბ ჟვანიას გამოსვლა ევროსაბჭოზე. ევროპელის მაგივრად მრავალწერტილი მქონდა). მას შემდეგ კარგა ხანი გავიდა. ზოგმა პოლიტიკოსმა, ეროვნების მაგივრად, პირდაპირ ეროვნების ჩაწერა მოინდომა, ზოგმა – მართლა ევროპელობა. არადა, მე მრავალწერტილში სულ სხვა რამ ვიგულისხმე. ახლა, ეს იქით იყოს და, წუხილის გამო მოგახსენებთ.

მოკლედ, ერთ საღამოს ტელევიზორთან მოვკალათდი და რაღაცას ვუყურებდი. ვიფიქრე, რა კარგია, საინფორმაციოს გადავრჩი, ანუ ლანძღვას, ურთიერთდაპირისპირებას, ტალახს და კოშმარს ღამის ეთერში-მეთქი. გამიხარდა. ფილმს დავუწყე ძებნა. არაფერი საინტერესო არ აღმოჩნდა და შევჩერდი ერთ-ერთ არხზე. ვნახე, რაღაც მეჯლისი იყო, პოლიტიკოსებიც იყვნენ, ბიზნესმენებიო, ვერ ვიტყვი იმიტომ, რომ ვეღარ ვარკვევ, ყველა პოლიტიკაშია. ზოგი ცეკვავდა, ზოგი – არა, რაღაც უხერხულად მოძრაობდნენ. მოკლედ რომ ვთქვა, იყო გნიასი და გრიალი. მერე მივხვდი, რომ აქცია ყოფილა ავადმყოფი ბავშვების დასახმარებლად გამართული, ფული უნდა გადაერიცხათ, თურმე (კარგია, თავისთავად, ცუდი არ არის, მართლაც, კარგია). უბრალოდ, ჩემი ბრალია – ალბათ, მე ვერ მივხვდი, „ოსკარის“ ცერემონიალი მეგონა, ოღონდ საქართველოში ცუდად გადმოკეთებული. ეს გავიფიქრე და დიქტორმაც არ დააყოვნა: „ქართული ელიტა ცეკვავსო.“ აი, აქ დავიღუპე და თუ რატომ, ახლავე მოგახსენებთ: ჩემი ექვსი წლის გოგონამ, რომელიც ხატავდა, მკითხა – დე, რა არის ელიტა? მე იმწამსვე აქტიურად მივუგე: ელიტა არის საზოგადოების ნაღები, გამორჩეული ადამიანები ნიჭით, გონიერებით, განათლებით-მეთქი, ვუთხარი. მივხვდი, რომ მთლად კარგად ვერ ავუხსენი და თვითონ შემეშველა: – აი, ეს კაცი? და თითი გაიშვირა ეკრანისკენ, ჩემდა საუბედუროდ, ერთ-ერთი პოლიტიკოსი შემრჩა. ვიფიქრე, ბავშვს ვინმეზე ცუდს ხომ არ ვეტყვი-მეთქი და დავაპირე მეთქვა, ჰო-თქო, მაგრამ უცებ მივხვდი, რომ შეუძლებელი იყო, ესე იგი, საწყალ ბავშვს უნდა სცოდნოდა, რომ ეს კრეტინი პოლიტიკანი ელიტარული საზოგადოების წარმომადგენელი იყო. არა-მეთქი, ვუთხარი. აბა, მაშინ ვინო, ჩამაცივდა. დავიწყე ჩამოთვლა, მივადექი მწერლებს, მხატვრებს, მუსიკოსებს, ლამაზ ქალებს, ჩვენს თაობას, ახალს – არა. აქ, აქ ვინ არისო, არ ცხრებოდა გოგონა და ეკრანისკენ მიუთითებდა. ისინი აქ არ არიან, ისინი სახლში არიან-მეთქი, ვუთხარი (თუმცა, რამდენიმე მართლაც, ინტელიგენტი, ცხადია, იქაც იყო, ხელოვანი ადამიანები, მე მათთან ბოდიშს ვიხდი, უბრალოდ, ეკრანზე იმ წუთას არ ჩანდნენ). – რატომ? – მკითხა ჩაციებით ბავშვმა. – გარეთ ძალიან ცივა-მეთქი, ვუპასუხე.

 

მართლაც, ძალიან ცივა გარეთ, ძალიან ცივა დღეს საქართველოში, სიცივეა, თორემ აბა, ავადმყოფ ბავშვებს და უძლურებს ასასი ლარი მაძღრებმა გადაურიცხონ, ამას სამეჯლისო ცეკვა და ტაშფანდური რად სჭირდება, ანდა ბევრი ბრილიანტის და აქვამარინის გამოჩენა ეკრანზე, ისედაც შეიძლება მცირე ქველმოქმედება, ალბათ, ამ მშიერ ქვეყანაში. ცივა, ცივა და სცივა ინტელიგენციას (მხატვარს, მუსიკოსს, ექიმს, ფიზიკოსს, მწერალს, პედაგოგს და ასე შემდეგ) დადალატკულებიძველმანებში, დაკემსილი პიჯაკებით და, თურმე, ნუ იტყვით, ზოგიერთი იდიოტპოლიტიკოს-„ბიზნესმენისგამონაცვალი ფეხსაცმლით თუ, მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, ტუტუცი პოლიტიკოსი ქალის გამონაცვალი კაბებით (მათივე ინტერვიუს ვიმოწებ) სხედან სახლებში და დიდ რომანებსა და ტილოებს წერენ, რომ თაობები გადაარჩინონ, დიახ, გადაარჩინონ. დაღუპვა თქვენ რა გგონიათ? კაცი წერს – „პოლიტიკოსი ბიზნესმენიინტერვიუში, „ფეხსაცმელს რომ ჩავიცვამ, რამდენჯერმე ვიხმარ და მერე მეგობარს ვჩუქნიო“, – აფერუმ! შეიძლება, ძმაკაცს აჩუქო გამონაცვალი ტანსაცმელი, ყველაფერი, მაგრამ სულ გადაირიეთ, ხალხნო? ჟურნალგაზეთებში წერთ ამის შესახებ? რა უბედურებაა! მერე ამ ჩვენსმილიონერსპრეზიდენტობასაც დავუპირებთ, არადა, თვითონ არ მალავს თავის პიროვნებას, შავით თეთრზე წერსეს ვარო, ასეთი კაცი ვარო. არჩევანი, ალბათ, თავად საზოგადოებამ უნდა გააკეთოს, თუმცა ძნელია, ამ ბაკქანალიაში ვინმეს რამე მოსთხოვო, რაიმე გაიგო, მაგრამ მაინც რაღაც უნდა გავიჭირვოთ, ალბათ, სხვა თუ არაფერი, ეს მაინც ხომ შეგვიძლია, გავარკვიოთ, ასეთი კაცი ელიტა არის თუ არა, ეს ხომ შეგვიძლია?

ქართველებს საუკუნეების მანძილზე გვიწევდა ჩვენი უძველესი კულტურის დაცვა, მაგრამ სხვებისგან, ის დრო სანატრელი გვექნება, ახლა ჩვენი ხელით თუ მოვათახსირებთ. ახლაც, გახსოვთ, ალბათ, ბოლოდროინდელი თავდასხმა ჩვენს კულტურაზე (რუსეთში გამოცემული ლექსიკონი მაქვს მხედველობაში, სადაც ქართული ძეგლები სომხურადაა გამოცხადებული – უძველესი ქართული ძეგლები), მართლა შემთხვევითი გგონიათ? არაფერიც! არავის სძინავს, ნუ გეშინიათ, ფხიზლად არიან, მარტო ჩვენ ვართ ნირვანაში და მომავალი პრეზიდენტებისტანცაობასვუყურებთ, ალბათ, „ტანც გეორქას კლასში ნასწავლს“. ახლა, ვიღაც იტყვის, რას ჩააცივდი ამ მეჯლისსო, ნორმალურებიც ხომ იყვნენო, ცხადია, ალბათ, იყვნენ, მე წეღან მოვიბოდიშე კიდეც ზოგიერთი ხელოვანის გამო, მათ არ ვგულისხმობ, მე ძირითად პოლიტბირთვზე მოგახსენებთ, თავიანთ ბუსჰალტერებზე და აშმორებულ ფეხსაცმელებზე რომ წერენ, და კიდევაც რომ ქველმოქმედებენ ამით, თურმე, და თან ჟურნალებში ინტერვიუებს აძლევენკარგი ბიჭები და ელიტის წარმომადგენლები ვართო (თქვენმა მზემ, სიზმარში ოცნებობთ, ალბათ). იცით რა?! – ელიტარულობა ცოტა სხვა ტრადიციებიდან, სხვა ჯიშჯილაგიდან, სხვა აღზრდიდან, ბებიებიდან და ბაბუებიდან მოდის და არაგასქელებული ჯიბიდან! თქვენ ისე გამოგივიდათ, „კაკ კორაბლია ნა ბალ“ (ბალი არა, ალუჩა). ახლა, აღშფოთდებან ისევ, ყველას ერთ ტაფაში ნუ წვავო. იცი, რა? ვისაც რომელი პუნქტი გნებავთ და გულზე მოგხვდებათ, ის მიიღეთ თქვენს თავზე, სულ არ მაინტერესებს, ყელში ამოხვედით ტყუილებით, ერთმანეთის ჯიბრით, ქვეყნის დაძირვაზე ფიქრით, სხვისი ხელფასების მოპარვით, ავანტიურებით, პროვოკაციებით, საპრეზიდენტო სკამის მოპოვებისთვის ყველაფრის კადრებით და ბოლოს (რას გადავეკიდე), მეჯლისებით. ამაზრზენია, თორემ კი არ ამოვიჩემე, მე ვერც ქეიფით, ვერც ბოჰემით (ვგულისხმობ შემოქმედებით ბოჰემას), ვერც ნაღდი არისტოკრატიით ვერ გამაკვირვებთ, როგორც იტყვიან, „ნასმოტრელასჩემს ოჯახში.

ვინც ხმა უნდა ამოიღოს, იმათ აღარ შეუძლიათ, დაიღალნენ, შიათ, სწყურიათ, აღარც სიმღერის თავი აქვთ, აღარც – ყვირილის, თუმცა მაინც მათი იმედი მაქვს, საბოლოოდ ამბობენ ხოლმე სიტყვას (ქართულად მოაზროვნე ელიტას ვგულისხმობ, მართლა ელიტას, ძველ თაობას თუ ახალს). ჯერჯერობით კი სდუმან, სხედან ტელეეკრანებთან  და გაოგნებულები უყურებენ, როგორ ძოვენ ჩვენს ქვეყანას თუ ქალაქს ვიღაც ტიპები და, მე მგონი, დაგვაჯერეს კიდეც, რომ ასეა საჭირო.

ატეხენ ერთ ამბავს ტელევიზიით, ვებრძოლოთ კორუფციასო. მერე ერთი ერთ აგარაკზე წავა ნიცაში, მეორეალპებში დასასვენებლად და იქ ახალ ძალებს მოიკრებენ ახალი ავანტიურისთვის. თუ დროზე არ გამოვფხიზლდით, ერთ მშვენიერ დღეს გამოვიღვიძებთ და რამდენიმე ბიძიას ხელში გაიღვიძებს  ჩვენი ქალაქი თუ ქვეყანა.

ამასობაში კი ეკრანზე სისულელეები გრძელდება და დღევანდელი ელიტისწარმომადგენელი მშვენიერი ქალბატონი ოდნავ ბრიყვული ღიმილით გააგრძელებს საუბარს იმ თაობაზე, რომ ჩვენი თაობა, თურმე, დოსტოევსკისდეგენერატზეგაიზარდა. მე კი იმის მეშინია, რომ ამ ჩემს ხუმრობას ბევრი დღევანდელი მოგონილიელიტის“ „იდიოტიწარმომადგენელი ვერ გაიგებს, მაგრამ მე ხომ მათთვის არ ვწერ.

ხუმრობა იქით იყოს და, თურმე, ქართველებს მცხეთა გვქონია უპატრონოდ მიტოვებული. მცხეთა, კი, მაგრამ საუკუნეების მანძილზე ქართველებმა სინაგოგას ვუპატრონეთ, სომხურ ეკლესიას და მეჩეთს (მე ვამაყობ ამით, ეს მართლაც, საამაყოა) და, თურმე, მაინც და მაინც, მცხეთა დაგვრჩენია ისე, უპატრონოდ, ეულად, წარმოგიდგენიათ?!

აუჰ! – ქვეყნიერება მოძოვეს და ფეხებზე ჰკიდიათ და მცხეთა ადარდებთ, თურმე, მაინც და მაინც, ზუსტად ისე, როგორც ახლა მემიჩურინის ვაშლი!

დღევანდელი ოლიგარქები ჯერარდაბრუნებულ აფხაზეთში გავლენის სფეროებს უკვე ინაწილებენ, სხვათა შორის, ჩვენს ზოგიერთ პოლიტიკოსთან ერთად, აი, ვითომ ოპოზიციაში რომ არიან, იმათთან ერთად ( რუსეთში დარბიან ჩუმად და ისე).

გაცოფდით, არა?

არაუშავს, კარგად მაქვს დაცდილი ჩემი ქვეყნისთვის თქვენი გაცოფება. ეს წერილიც ისე არ დამიწერია, ერთმა სატელეფონო ზარმა გადამაწყვეტინა: ამ რაღაც მეჯლისის დროს, მამაჩემის მეგობარმა დარეკა, ნაღდმა გვარდიამ, მხატვარმა, დიდმა ხელოვანმა, თბილისური ბოჰემის დიდმა წარმომადგენელმა. სხვათა შორის, მე შევხვდი, როგორ ხართ-მეთქი, ვკითხე. – ეე, რა ვიცი, თაკო, ჯანუკისთან დავრეკე, მინდა ვუთხრა, რამე ვქნათ, ვიღონოთ, თორემ დავიღუპეთო, მითხრა. – არა, რახან დარეკვის ხასიათზე ხართ, ესე იგი, არ დავიღუპეთ-მეთქი, ვუპასუხე. მერე მისი ერთ-ერთი გამოფენა გამახსენდა, დიდი და საოცარი ელიტით, საოცარი ფერებით, ჩემი თაობის თუ მამაჩემის თაობის ლამაზმანებით, ბევრი წასულია, დიდი ხელოვანი და მოაზროვნე, ბევრი ცოცხალია, ღმერთმა კარგად ამყოფოს, ბევრიც – ცოცხალ-მკვდარი, ბევრიც ტელეფონის ასეთ ზარს ელოდება ჩემსავით, ან დაძახებას, ან შეხმიანებას, ან უბრალოდ, იმედიან სიტყვას და ისინი ბოლო სიტყვას იტყვიან საქართველოში და თქვენ იცით, რა ძალა აქვს სიტყვას მოაზროვნეს, სიტყვას ეროვნულს, სიტყვას გონივრულს, ჭეშმარიტად ელიტურს, ცოტა ფრთხილად ამ სიტყვასთან!

აბა, ციც, შეიძლება, ყველაფერი იყიდოთ, ყველაფერი, მაგრამ ამ სიტყვას თავი დაანებეთ, რადგან ხალხი ტანსაცმელს დათმობს, მანქანებს, ცოტა ხანს გაჩუმდება, მაგრამ მოაზროვნე ბირთვს არ წაგართმევინებს, თავის ელიტურ მოაზროვნე გონებას საუკუნეების მანძილზე ხელისგულზე რუდუნებით ატარებს. შეიძლება, ცოტა გვიან, მაგრამ მაინც იყვირებს, იღმუვლებს, იღრიალებს და როგორც საძოვრიდან საქონელს, ისე გადაგრეკავთ!

ეს წერილი დაწერილი მქონდა და ვორჭოფობდი, დამებეჭდა თუ არა და თბილისის ინტელიგენციის ერთ საოცარ შეკრებას დავესწარი. აი, იქ შემაგულიანეს, მივხვდი, რომ უნდა დამებეჭდა. რამდენიმე ახლობელმა ისიც კი მითხრა, არ გინდა, „შავი პიარი“ დაიწყებაო. აი, აქ კი სიცილით მოვკვდი… მამაჩემი – პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი, დედაჩემი – ლიტერატურათმცოდნე ირმა ჩხეიძე, ჩემი ძმა – მომღერალი მამუკა ჩარკვიანი, ჩემი მეუღლე – ბიზნესმენი, მართლა ბიზნესმენი ჯონი გიგანი, ჩემი შვილი, ექვსი წლის ირმა გიგანი – პიანისტი, მე, თაკო ჩარკვიანი  – პიანისტი, ტელეჟურნალისტი, აი, ჩემი ოჯახის შავი, თეთრი და, გნებავთ, მწვანე პიარი…

ახლა პოლიტიკან ოლიგარქებს! გეყოფათ, დაწყნარდით, თუ გინდათ, იქველმოქმედეთ, ეს თუ გიშველით. მერწმუნეთ, საკუთარი ქვეყნიდან წაღებული ქონება ქველმოქმედებით მაინც უკან დააბრუნეთ, თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს წაადგებათ მადლი! გონს მოდით, მოუხმეთ ნამუსს თუ რამე შეგრჩენიათ. მოეშვით ჩვენს ქვეყანას ნაცისტური ლოზუნგებით, არავინ დაგითმობთ საქართველოს საძიძგნად, გამორიცხულია, უკვე ჩაერთო ელიტური მოაზროვნე გონება!

ყველაფერი იყიდება: სახლები, სასახლეები, ქალაქები, ზღვები, ტბები, ლამაზი სამკაულები, ძვირფასი ქვები, ცოლები, ქმრები. მე არ ვიცოდი, გავოცდი, თურმე, ქალები უკვე პანაგიებითაც კი დადიან წვეულებებზე. იყიდება გვარი, სახელიც, პოლიტიკოსები, განსაკუთრებით, სხვა ეროვნების, ვისაც კი პრეზიდენტობა სურს, ყველა გვარს იცვლის, კიდევ რაღა დარჩა, არა? ის რაღაც, იცით, რა არის? მე მიყვარს ეს სიტყვა… ღირსება! – აბა, იყიდეთ?! ვერ იყიდით, რატომ, იცით? არ იყიდება და იმიტომ! რა ხდება, ბატონებო, შვილებს და შვილიშვილებს ყველაფერი უყიდეთ და ახლა ღირსებაც გინდათ უყიდოთ? ეგ აღარ გამოვა, ეგ ერთი შეგვრჩა, ჩვენ დაგვიტოვეთ. არიან ადამიანები, ღირსეულნი, რომლებიც ქველმოქმედებენ, კრებულებს გამოსცემენ, ადამიანებს ეხმარებიან, გზები გაჰყავთ, საავადმყოფოებს აშენებენ, მართლა კი არ გადავშენდით! მათი არაფერი ჩანს, არ ყვირიან და იმიტომ.

ახლა, ვიღაც იტყვის, კარგს ვაკეთებთ და რა არ მოგწონთო, თუმცა, კარგად უწყიან, რაზეც ვსაუბრობ, არ შეიძლება, ასი ლარი გადარიცხო ისე, რომ ან ელიტა, ან ფენა არ დაირქვა, ან კიდევ, წმინდანად შერაცხვა არ მოინდომო, ან გარიგება არ მოინდომო ისევ და ამ გაღატაკებულ ქვეყანაში ადამიანები არ გადარიო შენი გაყვინიზებული პერსონით?!

ამას წინათ, ძალიან საინტერესო საუბარი მქონდა ერთ ჩემს მეგობართან მოსკოვში, ვერ ვიტყვი, ვისთან (მისთვის საშიშია), რადგან მოქმედი ჟურნალისტია: თქვენი ქვეყნის შიგნით ასეთი სიღატაკე და უბედურება დიდხანს უნდა გაგრძელდეს, ამაზე რუსეთი მუშაობს საქართველოს პოლიტიკოსების ერთ კონკრეტულ ჯგუფზეო. დანარჩენები, ვითომ ოპოზიცია, უნებლიეთ არიან თამაშში ჩართულნი, თვითონაც არ იციან, ისე. თქვენი ქვეყნიდან სისტემატურად ჩამოდიან მოსკოვში ჩუმად საკუთარი ქვეყნის დასაბეზღებლადო და, თურმე, სხვათა შორის, გამსახურდიას და ინტელიგენციას შორის რომ მომხდარიყო განხეთქილება, ამისთვის მაშინაც ეს ჯგუფი მუშაობდა, თუ აქეთ, თუ იქითო.

ჰგავს სიმართლეს ეს ვერსია. შეიძლება, ასე არ არის, მაგრამ მაინც ჰგავს სიმართლეს. არ ვიცი, ამაში ვერ ვერკვევი.

მოვრჩი. შეიძლება, მკაცრად, მაგრამ სათქმელი უნდა მეთქვა. ეს არ არის მარტო ჩემი აზრი. ცოტა ხანში თქვენ დარწმუნდებით, რომ ჩემს უკან უზარმაზარი არმია დგას მოაზროვნე ადამიანებისა, რომელნიც თქვენს ცოხნას უმზერენ, დიდი მოთმინებით გადევნებენ თვალყურს. საქართველოში ფხიზელი გონება ცოცხალიაწერს, აზროვნებს, ხატავს, აშენებს, ითმენს, ითმენს და ოცნებობს დიდ, გაბრწყინებულ ქვეყანაზე, ისეთზე, როგორიც ილია ჭავჭავაძეს უნდოდა და სურდა, რომ ყოფილიყო. ჩვენ დღეს იმის შანსი გვაქვს, რომ გაბრწყინებულ ქვეყნად ვიქცეთ. ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ!

თაკო ჩარკვიანი,

2003 წელი, 28 თებერვალი, „ლიტერატურული საქართველო

 

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია:ხელისუფლებამ მაჟორიტარობის კანდიდატებად კოლექტიური ამირან ლაგვილავა წარადგინა
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი: „აგვიხსნას ბიძინას გეჯიდან გამოკვებილმა ბატონმა, რომელია აღნიშნულ ტანსაცმელში ეროვნული დეტალი!“