შალვა ნათელაშვილი: „აგვიხსნას ბიძინას გეჯიდან გამოკვებილმა ბატონმა, რომელია აღნიშნულ ტანსაცმელში ეროვნული დეტალი!“

erobnuli„იქნებ, აგვიხსნას ამ ბიძინას გეჯიდან გამოკვებილმა ბატონმა, რომელია აღნიშნულ ტანსაცმელში ეროვნული დეტალი ან, საერთოდ, რომელ ეროვნებას გულისხმობს ამ ფრაზაში?“ – ასე ეხმაურება „ლეიბორისტილი პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ოლიმპიური ნაკრების ფორმის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში.
„ჩემი აზრით, ეს სტილი ჰგავს სალავურს, ფინურს, სკანდინავიურს, გერმანულს, ავსტრიულს, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში, – ქართულს. სირცხვილია, ბოლოსდაბოლოს! ესეც უფასო ფული ხომ არ არის! შეუკერეთ ღირსეული ტანსაცმელი, ან დანებეთ თავი ორიგინალობას, ჩააცვით ოლიმპიელებს ჩოხა-ახალუხი, ან ფშავ-ხევსურული სამოსი მაინც და დაამთავრეთ ამით,” – წერს ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაშიასე როგორ შეიძლება, ოუ, რანინა… ანუ, ნუ მოძოვთ ჩემს ქვეყანას!
შემდეგი სტატიაექსკლუზივი: სააკაშვიის წინააღმდეგ ვარშაველი ანარქისტები ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ (ვიდეო)