ასე აქცენტირება, თუ კანდიდატის სტატუსი ამ დღეებში ვერ მივიღეთ, შინაგანად არ მგონია სწორი ფორმულირება – სერგეენკო

მოლოდინები ცალსახად პოზიტიური მაქვს, თუკი რაიმე მიზეზით სხვა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ჩვენ პირიქით, უფრო ინტენსიურად უნდა ვიაროთ ევროპისკენ – ასეთია, “ქართული ოცნების” წევრის დავით სერგეენკოს მოლოდინი ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

“მოლოდინები ცალსახად პოზიტიური მაქვს, სხვანაირად არც შეიძლება იყოს, ნამდვილად არ ვფიქრობ იმას, რომ თუკი რაიმე მიზეზით სხვა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ჩვენ რაღაც ხელი უნდა ავიღოთ ამ მიმართულებით სიარულზე. პირიქით, უფრო ინტენსიურად უნდა ვიაროთ ევროპისკენ. ხელისუფლება პასუხისმგებელია ყველაფერზე, რაც კი ხდება ქვეყანაში და რაც კი ხდება ქვეყნის გარეთ ქვეყანასთან მიმართებაში, თუმცა ასე აქცენტირება თუ კანდიდატის სტატუსი ამ დღეებში ვერ მივიღეთ, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, შინაგანად არ მგონია სწორი ფორმულირება”, – ამბობს დავით სერგეენკო

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთავრობის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს პუტინთან სიახლოვე – მაკკოლი
შემდეგი სტატიაბურჭულაძე – როგორც არასდროს, დღეს ისე გვჭირდება აგრესორის წინააღმდეგ გაერთიანება, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა ვერ იქნება სრულყოფილი შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის გარეშე