არველაძე ტიკარაძეს: შეიძლება მე მეშლება, შიმშილობენ თუ არა საქართველოში ბავშვები?

“შეიძლება მეშლება, შიმშილობენ თუ არა საქართველოში ბავშვები?” – ჰკითხა ქართული ოცნების დეპუტატმა, რევაზ არველაძემ ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს. გუშინ, 4 თებერვალს არველაძემ თქვა, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ.

არველაძის თქმით, მას “ძალიან კარგად ესმის”, რომ საქართველოში მთავარი პრობლემა სიღარიბეა. დეპუტატის თქმით, გაჭირვებულ ბავშვებს სხვადასხვა პრობლემა ექმნებათ, მათ შორის, განათლებისა და სამედიცინო მომსახურების.

“თუმცა, სულ სხვა ამბავია, ჩემი აზრით, შიმშილი. ამისთვის არის გამოყოფილი 70 მილიონი ლარი, ასეთ ბავშვებს ყოველთვიურად ეძლევათ კვების ბარათები, ვაუჩერები და ა.შ. ასრებობს პროგრამები. თუმცა, შეიძლება მეშლება და მინდა თქვენ გააკეთოთ ეს განმარტება, შიმშილობენ თუ არა საქართველოში ბავშვები?”-ჰკითხა არველაძემ ტიკარაძეს.

“თუ ვინმე შიმშილობს, ე.ი. ოპოზიციამ აშიმშილა ძველიდან მოყოლებული,”- თქვა გუშინ რევაზ არველაძემ.

banner
წინა სტატიაშილალი ბადურაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე შვილის, ერეკლე ბადურაშვილის გვერდით დაკრძალავენ
შემდეგი სტატიაქანთარია ტიკარაძეს: მადლობა, რომ დგახართ საზღვრების სადარაჯოზე და არ უშვებთ კორონავირუსს