“არსებობს შეკითხვები მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით”- მაკკეინი რუსთავი 2-ის საქმეზე

უწინ ღორები დაიწყებენ ფრენას, ვიდრე მინსკის შეთანხმება შესრულდება

ამრიკის შეერთებულ შტატებში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან. საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხზე სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ჯონ მაკკეინმა ისაუბრა. „კურიერთან“ საუბრისას მაკკეინმა განაცხადა, რომ მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს და საქართველომ თავისუფალი, სამართლიანი და რეგიონისთვის სამართლიანი არჩევნები უნდა უზრუნველყოს.

„არსებობს შეკითხვები მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, მე ნამდვილად იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა ხელს შეუწყობს თავისუფლებას, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო მშვენიერი ქვეყანაა, რომელმაც დამოუკიდებლობა ძალიან მძიმე ფასის გადახდით მიიღო. მე მსურს ვიხილო დემოკრატიის გაგრძელება და მოვუწოდებ ყველა მონაწილეს, უზრუნველყონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც იქნება სამაგალითო რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის“, – განაცხადა მაკკეინმა.

banner
წინა სტატიაში(video) გიორგი ისაკაძე სასამართლოს მიმართავს
შემდეგი სტატიასასამართლომ მსჯავრდებულის წამებისთვის, შვიდ პირს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა