არსად არ დავნიშნულვარ, არც პარტიის წევრი ვარ, ვთანამშრომლობ პარტიასთან – მიმინოშვილი “ქართულ ოცნებაზე” საუბრობს

მაია მიმინოშვილი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რომლის მიხედვითაც ის „ქართულ ოცნებას“ ახალი სახეების დატრენინგებაში უნდა დახმარებოდა, არც უარყოფს და არც ადასტურებს.

ის აცხადებს, რომ არ არის პარტიის წევრი და თანამშრომელი, თუმცა ამავდროულად თანამშრომლობს “ქართულ ოცნებასთან.” მიმინოშვილი არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს მისი და მმართველი გუნდის თანამშრომლობა.

“არანაირად არ დავნიშნულვარ არანაირ თანამდებობაზე, პირდაპირ გეუბნებით, არსად არ დავნიშნულვარ, არც პარტიის წევრი ვარ და არანაირი თანამდებობა არ მაქვს, ვთანამშრომლობ პარტიასთან, ამას არ უარვყოფ,” – აცხადებს მაია მიმინოშვილი.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია დღეს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დაადასტურა და აღნიშნა, რომ მიმინოშვილი სხვა სპეციალისტებთან ერთად „პარტიას ეხმარება კადრების ტრენინგებში, გადამზადებაში.“

banner
წინა სტატიაშიპარტნიორებთან ვმუშაობთ, რომ საქართველო იყოს დღის წესრიგში რუსეთთან ურთიერთობაში – დავით ზალკალიანი
შემდეგი სტატია“დღეს, როცა ახალი ცხოვრება მაქვს, სადაც ისევ სიყვარულია, ბედნიერი ვარ, რომ ვიცნობდი დანკოს” – განო მელითაური