“ეს წყევლა არ იყო, არც სურვილი, ვთქვი რომ უშველიდა. გამომდინარე იქიდან, რომ ვიფიქრე უშველიდა მოგებულიყო ჭკუას.
ადამიანი, როდესაც თავის ემოციას ასე გამოხატავს – კრეტინოს, შტეროს, უბედურს ეძახის სხვას, იქნებ გონზე მოსულიყო, რომ დაუკრეფავში გადავიდა და ბოდიში მოეხადა საზოგადოებისთვის. თუ საზოგადოებას ბოდიშს მოუხდიდა, ბუნებრივი მე ჩემს სიტყვებს უკან წავიღებდი. ”
თქვა არქიმანდრიტმა ბართლომე ფირცხალაშვილმა TV პირველის ეთერში. “აი, რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის”, – ასე გამოეხმაურა არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის მიერ ბერას კრიტიკას.
საოპერო მომღერალმა ბერა მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც მან თქვა, რომ ამაზონის ტყის გადასარჩენად $1.1 მლნ გადარიცხა, რაშიც შედის როგორც მისი “მძიმე შრომით გამომუშავებული დანაზოგები”, ისევე მისი ოჯახის წვილილიც.