არის თუ არა რეზონანსული მარტვილში 15 წლის ბიჭის თვითმკვლელობა-კამათი საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე

არის თუ არა რეზონანსული მარტვილში 13 წლის ბიჭის მკვლელობა – ამ თემაზე ოპოზიციამ და „პოზიციამ“ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე იკამათეს.

კამათი, მას შემდეგ დაიწყო, რაც საკრებულოს წევრმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ნატო ჯღარკავამ სხდომაზე მარტვილის მერს ალექსანდრე გრიგალავას მოზარდის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით საუბარი მოსთხოვა.
მარტვილის მერმა ოპოზიციონერ დეპუტატთან ამ თემაზე საუბარი არ ისურვა და აღნიშნა, რომ საქმე რეზონანსულად არ მიაჩნია.

,,მე ის ადამიანი არ მიმაჩნია ნორმალურად, ვინც ამ საქმეს რეზონანსულად მიიჩნევს”- განაცხადა მარტვილის მერმა ჯღარკავას საპასუხოდ.

მარტვილში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა, ვინაიდან კვორუმი არ შედგა. მიუხედავად იმისა, რომ სხდომა დახურული არ იყო, მარტვილის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ “თაიმერის” ჟურნალისტს ოთახის დატოვება მოსთხოვა.

ავტორი: აკო ქიქავა

https://youtu.be/jBYzAC3st18

 

banner
წინა სტატიაშიშსს-მ სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ გვერდზე შესაძლო კიბერთავდასხმის შესახებ ინფორმაციის შესწავლა დაიწყო
შემდეგი სტატიაისეთ თემებს აქცევთ ყურადღებას, რასაც ადრე საახალწლო ეთერებსა და კურიოზებში უშვებდით – მდინარაძე ჟურნალისტებს