ისეთ თემებს აქცევთ ყურადღებას, რასაც ადრე საახალწლო ეთერებსა და კურიოზებში უშვებდით – მდინარაძე ჟურნალისტებს

„ამ ბოლო დროს თქვენ ისეთ თემებს აქცევთ ყურადღებას, როგორ თემებსაც ადრე უშვებდით ხოლმე საახალწლო ეთერებსა და კურიოზებში. ახლა მაინცდამაინც აჟიტირება ხდება,“ – ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილის სკანდალთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.

მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილის მიერ twitter-ის გვერდზე, დონალდ ტრამპის იმ პოსტის გაზიარებას გამოეხმაურა, სადაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენს “მძინარას” უწოდებს.

საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ ამ თემის აჟიტირება არ უნდა მოხდეს.

„ეს ტექნიკური შეცდომა ვიღაცამ დაუშვა თუ არ დაუშვა, ესეც, მე არ ვარ ადრესატი, მათ უნდა ჰკითხოთ, რატომ დაუშვეს და ჩვენ აქედან აუცილებლად შევეცდებით, რომ ამ ქვეყანაში ატყდეს ერთი ამბავი, რატომ მოხდა ეს. არ მგონია, რომ ასეთ თემასთან დაკავშირებით, თუნდაც მექანიკურ შეცდომასთან დაკავშირებით, უნდა მოვაბათ,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ გამორიცხავენ, რომ სალომე ზურაბიშვილის გვერდი სოციალურ ქსელში კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა, თუმცა ასევე აღნიშნავენ, რომ სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას.

banner
წინა სტატიაშიარის თუ არა რეზონანსული მარტვილში 15 წლის ბიჭის თვითმკვლელობა-კამათი საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე
შემდეგი სტატია“ქალბატონი სალომეა კიბერშეტევა ქვეყანაზე” – დავით ჭიჭინაძე